საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის  შედეგად დაშავებული 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. 

შემთხვევა 10 დღის წინ მოხდა. ბავშვს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. მოზარდი მკურნალობის კურსს 
თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადიოდა. 
თუმცა, სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრავმების  გამო მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.