დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერს, ავთანდილ გულიკაშვილს სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის ეკო კლუბის მ-8 კლასის წევრები ხელმძღვანელთან - ეკა ვეშაპიძესთან ერთად ესტუმრნენ.
შეხვედრის მიზანი, სოფელში არსებული საჭიროებების განხილვა იყო, რაც ძირითადად ახალგაზრდული და სპორტული აქტივობების დასანერგად საჭირო რესურსის მოძიებას ეხებოდა.
მოსწავლეებმა არაერთი ინიციატივა გააჟღერეს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ავთანდილ გულიკაშვილმა თითოეული ადმინისტრაციული ერთეულიდან, ახალგაზრდების საჭიროებების გამოვლენის მიზნით, სოციოლოგიური კვლევის ჩატარების ორგანიზება ითხოვა, რათა სამომავლო პრიორიტეტები და სამუშაო სტრატეგიის შემუშავების პროცესში თავად ჩაერთოს და დასახოს წლის გეგმა.
„ ამ მიმართულებით გეგმური შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და აქტიური მუშაობა დაიწყება ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების კუთხით. მივესალმები ახალგაზრდების ჩართულობას სხვადასხვა მიმართულებით: გარემოს დაცვა, კულტურული და სპორტული აქტივობები. . გარდა ამისა, არსებობს რიგი საკითხებისა, სადაც ახალგაზრდების ხედვა და მათი კომპეტენცია აუცილებელია, რათა მაქსიმალურად სწორად განვსაზღვროთ მომავალი თაობისთვის საჭირო სტრატეგია. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ გავაგრძელებთ კომუნიკაციას და კოორდინირებულად შევიმუშავებთ და დავგეგმავთ სხვადასხვა სახის ღონისძიებას. მე იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ, ჩვენი მჭიდრო ურთიერთობა იქნება საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის საფუძველი“ - განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.