დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის მკვიდრი, "ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომელი, შალვა ხატიაშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
შემთხვევა საჩხერეში მოხდა, სადაც კახეთის რეგიონიდან კომპანიის 4 თანამშრომელი სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნეს.
ჯგუფის წევრები სტიქიის შედეგად არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად მუშაობდნენ.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ელექტრო-ბოძი გადატყდა და 48 წლის მამაკაცი სიმაღლიდან ჩამოვარდა.
ის ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილს მეუღლე და სამი შვილი დარჩა.