ქუთაისში სსრკ დამსახურებული მწვრთნელის, საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწის, საუკუნის მწვრთნელის სულიკო თორთლაძის 100 წლის იუბილე აღინიშნა.
დღის განმავლობაში გაიმართა რამდენიმე ღონისძიება მათ შორის ამხანაგური შეხვერდა კალათბურთში , მის საცხოვრებელ სახლში გაიხსნა სპორტსმენის ბარელიეფი. საიუბილეო პროგრამის ფარგლებში ასევე მოეწყო ზურაბ ჯავახაძის წიგნის პრეზენტაცია და აჩვენეს ფილმი, რომელიც სულიკო თორთლაძის სპორტულ ცხოვრებას ასახავს. სულიკო თორთლაძე ქუთაისში დაიბადა. თამაშობდა ქუთაისის “დინამოსა” (1938-40, 44) და თბილისის “დინამოში” (1945-52). სსრკ ჩემპიონი (1950), მეორე (1947) და მესამე (1948) პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი (1949). ბავშვთა კალათბურთის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი. მისი აღზრდილები არიან: ზურაბ საკანდელიძე, მიხეილ ქორქია, ნიკოლოზ დერიუგინი, ზურაბ გრძელიძე და გელა დარსაძე. ღონისძიებების ორგანიზატორი ქუთაისის მერია და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაა.