საკონსტიტუციო სასამართლომ არ დაკმაყოფილდა "ლელოს" შუამდგომლობა, ხუთი პარტიის აკრძალვაზე სარჩელის საკონსულტაციო დასკვნისთვის სტრასბურგში გაგზავნასთან დაკავშირებით, მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ, გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.
მისი განცხადებით, შუამდგომლობა დაუსაბუთებელია. მოპასუხე მხარის მოტივი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ უნდობლობაა, კრიტერიუმები კი რომლითაც სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს უკვე დადგენილია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, ევა გოცირიძის განცხადებით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ სტრასბურგის სასამართლო მეცნიერულ გამოკვლევას დაწერს, ეს მცდარი წარმოდგენაა.
"კონვენციის მე-16 ოქმით, საკონსულტაციო დასკვნით მიმართვის უფლება, ცხადია გათვალისწინებული არის. თუ ასე გვაქვს წარმოდგენილი, რომ ჩვენ ნებისმიერ საკითხს, ზოგადად და თეორიულად დავაყენებთ და სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა აქ, მეცნიერულ გამოკვლევას დაგვიწერს და მოგვცემს სახელმძღვანელო მითითებებს, ამ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით და პროპორციულობასთან დაკავშირებით, თუ სხვა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით, ეს მცდარი წარმოდგენაა. მხოლოდ ისეთი საკითხების დაყენება შეიძლება, რაზედაც სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში "ქეის ლოუ" ვეძახით, არ არსებობს ცხადი პასუხი." - აცხადებს ევა გოცირიძე.




