ქუთაისში, რამდენიმე დღიანი გაუჩინარების შემდეგ, ასაკოვანი ქალი საკუთარ სახლში მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

 როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ქალის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

გავრცელებული ინფორმაციით ის რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, სახლში კი ფსიქიკური პრობლემების მქონე შვილი იმყოფებოდა, რომელსაც მომხდარი ფაქტის შესახებ არავისთვის უცნობებია.