მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ქუთაისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულების ფაზაშია. ამ დროსთვის, შესრულებულია პროექტით დაგეგმილი სამუშაოების 90%.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თხოვნით, პროექტს დაემატა ახალი კომპონენტები: პარკის სამხრეთ და აღმოსავლეთ მხარეს საფეხმავლო ბილიკების განახლება და ნიკო ნიკოლაძის ბიუსტისთვის სპეციალური სივრცის მოწყობა. აღნიშნული ცვლილებების გამო, სამუშაოების დასრულების ვადა გახანგრძლივდა და პარკი, განახლებული სახით, ივნისის მეორე ნახევარში გაიხსნება. - ნათქვამია ფონდის გავრცელებულ ინფორმაციაში.