თამარ დახუნდარიძეს აქვს მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში,  საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე.  ის არის მეცნიერების მაგისტრი ჯანდაცვის ეკონომიკაში, პოლიტიკასა და სამართალში.  


დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტი და როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტი.
ქუთაისის მერის ახალი მოადგილე სხვადასხვა წლებში მუშაობდა: სამედიცინო კორპორაცია EVEX-ში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში,  „მეგალაბის“ ლაბორატორიულ საინფორმაციო სისტემაში (LIMS) , კურაციოს საერთაშორისო ფონდში.
2021 წლის ივლისიდან დღემდე მუშაობდა  ქუთაისის სისხლის ცენტრის მმართველ დირექტორად.
თამარ დახუნდარიძე ქუთაისის მერიაში სოციალურ , ჯანდაცვისა  და ტურიზმის მიმართულებებს გაუწევს კურატორობას.

აღნიშნული პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ქარქაშაძემ

თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.