თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, დააკმაყოფილა ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა და “სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეზე” მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თეიმურაზ ჯანაშიას ბიუჯეტში 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა.
2025 წლის 12 მარტს, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე კორუფციული დანაშაულისთვის მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო თეიმურაზ ჯანაშიას სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 300 000 ლარის ოდენობით
მოგვიანებით, თემურ ჯანაშიამ განაცხადა: "ჩემი და პრეზიდენტ სააკაშვილის უდანაშაულობა დამტკიცდება"