ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ქორეოგრაფიული ფესტივალი „კიდევაც დაიზრდებიან“ გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძე და კულტურის, ხელოვნების და ტურიზმის ცენტრის დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი.


ფესტივალის მიზანს წარმოადგენდა მუნიციპალიტეტში ქორეოგრაფიული ხელოვნების მხარდაჭერა, ეროვნული ქორეოგრაფიული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და ახალგაზრდა თაობისთვის ფოლკლორის ღირებულებების გაცნობა.


ფესტივალის ყველა მონაწილე ანსამბლი დაჯილდოვდა სპეციალური დიპლომებით.