აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ლაშა მიქელაძე, საგანმანათლებლო პროგრამის – „შეეხე ისტორიას ხელებით“ – ფარგლებში გამართულ შემეცნებით გაკვეთილს დაესწრო.
სააგენტოს დირექტორმა ისაუბრა საგანმანათლებლო ინიციატივების როლზე ახალგაზრდებში და აღნიშნა, რომ მსგავსი პროგრამები ხელს უწყობს ისტორიის უკეთ გააზრებასა და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას კულტურული ფასეულობების დაცვის მიმართულებით.
შემეცნებით გაკვეთილს თემაზე - ,,ნიღბების წარმოშობის ისტორია’’ მახოს საჯარო სკოლის VII-VIII კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. მოზარდებმა მოისმინეს ინფორმაცია, თუ რა დანიშნულებით გამოიყენებოდა ნიღბები უძველესი დროიდან რელიგიურ რიტუალებში, თეატრალურ წარმოდგენებსა და დღესასწაულებზე და როგორ ასახავდა მათი ფორმა და ფერი სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ტრადიციას.
გაკვეთილს უძღვებოდა საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორი- მარინე ითონიშვილი.




