2025 წლის 14 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა. უანგარო დონაცია საჯარო მოხელეებისა და აიპების თანამშრომლების აქტიური ჩართულობით წარიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორი ხარაგაულის მერია და ალ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გახლდათ. ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მადლიერებას გამოხატავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის , კობა ლურსმანაშვილის და მერიის მიმართ. ,,განსაკუთრებული მადლობა ხარაგაულის მერიას, რომელიც ყოველთვის ყურადღებას იჩენს და ეფექტურად თანამშრომლობს ჩვენთან, მადლიერებით უნდა აღინიშნოს, რომ ყოველ ჯერზე განსაკუთრებულია ხარაგაულელთა მიერ შეტანილი წვლილი, უანგარო დონაციით ჩვენი მოქალაქეების გადარჩენის საქმეში.
ცენტრის უდიდესი საზრუნავია, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში უსაფრთხო, მაღალი ხარისხის მომსახურეობაზე დაფუძნებულ უანგარო დონაციის დანერგვის პროცესს” - ნათქვამია წერილში , რომელიც ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელით ხარაგაულის მერიამ მიიღო.