ქობულეთში, ზღვაში, ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. მამაკაცის ცხედარი უკვე ამოასვენეს.
ზღვაში, ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა და მისი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა. ცხედარი მაშველებმა იპოვეს.