800 მოსწავლეზე გათვლილი ქარელის №1 საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება.
სრულად განახლდება საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზი და გარე მოედანი. აგრეთვე, მოეწყობა ლაბორატორიები და ბიბლიოთეკა.
პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვლება ინფრასტრუქტურული კომუნიკაციები – გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.
პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის 6.4 მილიონი ლარის თანადაფინანსებით ხორციელდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, მოსწავლეებისთვის შეიქმნება უსაფრთხო, კომფორტული და განვითარების ხელშემწყობი საგანმანათლებლო გარემო.