ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა შენდება. სკოლის ინფრასტრუქტურა გათვლილია 110 მოსწავლეზე
სკოლაში მოეწყობა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახები, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი და ღია სპორტული მოედნები. მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა თანამედროვე და უსაფრთხო გარემოში
ახალი სკოლის მშენებლობა ფინანსდება მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში და მისი ღირებულება 4.9 მილიონ ლარს აღწევს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2026 წელს იგეგმება
ასევე, მიმდინარეობს ჩოხატაურში №1 საბავშვო ბაღისა და №1 ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაცის პროექტირების სამუშაოები. თითოეული ბაღი 150 აღსაზრდელზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდება.
სამუშაოები 6.4 მილიონ ლარით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება