ქალაქ ოზურგეთში მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით DJ გიგა პაპასკირის კონცერტი ჩატარდა, რომელიც საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულების აღსანიშნავად გაიმართა.
თეატრალურ მოედანზე შეკრებილ ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ და ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.