სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში, 45 წლამდე ასაკის მამაკაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ყოფილი მეუღლე დაჭრა, ერთი პირი კი მოკლა. დაჭრილი ქალი სასწრაფო-სამეფიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.
ეჭვმიტანილი სამართადამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს..









