ტელეკომპანია "ფორმულას" პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს, ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, ნაციონალური მოძრაობის წევრ გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ.

უცნობმა კაცმა მას კვერცხი ესროლა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თავდამსხმელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ფორმულას გადამღებ ჯგუფსაც.

თავდამსხმელი სავარაუდოდ "ალტ ინფოს" წევრია, რადგან ტერიტორიაზე, სადაც ინციდენტი მოდა, მათი ოფისი მდებარეობს. შემთხვევა ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე მოხდა. მას პირდაპირ ეთერში უცნობმა მოქალაქემ კვერცხები ესროლა და სიტყვიერად დაუპირისპირდა, რის შემდეგაც შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.