13 აგვისტოს, შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართება - ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, 14:00 საათიდან მოეწყობა კვების ზონა, ფოტოგამოფენა და სამეწარმეო ბაზარი; გაიმართება ჩაის მომზადების მასტერკლასი, გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის და გურული ცეკვის პერფორმანსი; ფესტივალზე წარმოდგენილები იქნებიან ადგილობრივი მეწარმეები საკუთარი პროდუქციით.
21:00 საათზე ჩატარდება გელა გნოლიძისა და “ღამის შოუს ბენდის” კონცერტი. ღონისძიება დასრულდება ფოიერვერკით.
ჩაის ფესტივალი ბლექსი არენას, მუსიკოსთა პარკის მხარდაჭერით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, "ჩაის გზის" ფარგლებში იმართება.
"ძვირფასო თანამოქალაქეებო, 13 აგვისტოს, 14 საათიდან გიწვევთ შეკვეთილში ჩაის ფესტივალზე. გელით ყველას, გაატარეთ სასიამოვნო დრო ოჯახებთან და სტუმრებთან ერთად!"- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.