ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს:


“გვსურს გამოვეხმაუროთ „ფლანგვის დეტექტორის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, სადაც წერენ, თითქოს „ოზურგეთში საყვავილეების მოწყობა ბიუჯეტს 2.15 მლნ ლარი დაუჯდა“ - აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს!
სინამდვილეში, სამუშაოების შესყიდვა კანონმდებლობით დადგენილი წესების სრული დაცვით ჩატარდა და აღნიშნული თანხა (2 151 053 ლარი) ოზურგეთის ცენტრალური მოედნის, მიმდებარე ჭადრების პარკისა და იოანე პეტრიწის ქუჩაზე მდებარე სკვერის - ანუ სამი ლოკაციის რეაბილიტაციაზე და ინფრასტრუქტურულ განახლებაზე იხარჯება. 
ამჟამად, ოზურგეთში დასრულების ეტაპზეა ქალაქის ცენტრალური მოედნის და პარკების მშენებლობის სამუშაოები; პროექტის ფარგლებში მოხდა ინფრასტრუქტურის განახლება, გაკეთდა გარე განათებები, დამატებითი გამწვანება, მოეწყო დეკორაციები, დაიდგა სანაყინე ჯიხურები, ახალი ნაგვის ურნები და სკამები”,- აღნიშნულია განცხადებაში.