ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„აი ასეთი იქნება სინამდვილეში განახლებული მოედანი თეატრის წინ.

იმის ნაცვლად, რომ თავისი ქალაქის და მუნიციპალიტეტის ინტერესები დაიცვან, თავისი კუთხის პატრიოტები იყვნენ, - “ნაციონალური მოძრაობა” აქაც ოზურგეთის იმიჯის და ღირსების შელახვით არის დაკავებული. ცხადია, რომ ოზურგეთის განახლება და განვითარება აღიზიანებთ.

საკუთარი ქალაქის დაცინვა სამარცხვინოა! საკუთარი ქალაქის წინააღმდეგ ჩასაფრება სამარცხვინოა!“ - წერს თალაკვაძე.