მაროამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით,
28 აგვისტოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს.
ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.




