ნუნისის მიკრო-კლიმატმა, ტყემ და ჰაერმა კულტურისა და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და ახალგაზრდა ინფლუენსერებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. „საოცარი, ძალიან იშვიათი ადგილია,ნუნისის საბაგირო არის ძალიან გამორჩეული, კონცეფცია ძალიან მომწონს , რომ მოწყვეტილი ხარ გარე სამყაროს და ასეთი ორიგინალური ფორმით, მოდიხარ დანიშნულების ადგილამდე, სრული ზღაპარია“, - გვესაუბრება ნუნისზე მარიამ ლელაშვილი, რომელმაც კურორტზე მეგობრებთან ერთად პირველად იმყოფება.
„მიგვაჩნია რომ ნუნისს, როგორც სოფელსა და კურორტს დიდი პოტენციალი აქვს, რომ ბალნეოლოგიურთან ერთად შეითავსოს ეკო, კულტურული და გასტრონომიული ტურიზმის მიმართულებები, უმასპინძლოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ვიზიტორებს. სამწუხაროდ თბილისში ბევრმა არ იცის ამ ჯადოსნური ადგილის შესახებ და ჩვენი გამოცდილებით სწორედ ამ პრობლემის გამოსწორება ვცადეთ.“

ნუნისის მენეჯერი ნინა პავლიაშვილი: „გარე სამყაროს ქაოსისგან სრულიად მოწყვეტილი, შერეული ტყის სიმყუდროვეში ჩაფლული ზღაპრული მწვანე ოაზისი - კურორტი ნუნისი ყველას ელის. ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა გარემო, სადაც ყველაფერია თქვენი ორგანიზმის სიჯანსაღისა და სრულფასოვანი დასვენებისთვის: უნიკალური მიკროკლიმატი და ჟანგბადით გაჯერებული სუფთა ჰაერი, უსაფრთხო გარემო, ჯანსაღი კვება და სამკურნალო წყალი. ჩაკეტილი სივრციდან შეგიძლიათ მოხვდეთ ღია, ზღაპრულ სივრცეში, სადაც ყველაფერი არის დასვენებისთვის, რელაქსაციისთვის და მუშაობისთვის.

ნუნისი ის ადგილია, სადაც მეგობრებთან ერთად ქალაქის ხმაურისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკისაგან განსატვირთად უნდა წახვიდე.

ნუნისი იმ ადამინებს იზიდავს , რომელთაც მუსიკის, ბუნების, და ქალაქგარეთ დროის მშვიდად გატარების სიყვარული აერთიანებთ. ნუნისი რელაქსაციის ადგილიცაა და ასევე იდეალური გარემო დისტანციურად მუშაობისთვის.
შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და ყველა სტუმარი ისევ აპირებს დაბრუნებას, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უკეთ გასაცნობად.
დათა ლაფაური: „იმედს ვიტოვებთ რომ პანდემია მალე დასრულდება და უფრო მასიური ღონისძიებების ორგანიზებასაც შევძლებთ, გვინდა რომ ყველას ისე შევაყვაროთ ნუნისი და მთელი ხარაგაული, როგორც ჩვენ გვიყვარს. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ნუნისის სასტუმროსა და ბალნეოლოგიურ ცენტრს ჩვენი მასპინძლობისათვის, ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას თანამშრომლობისა და ყურადღებისათვის.”