"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აჭარის საგზაო დეპარტამენტს 2 მილიონამდე ლარის გაფლანგვაში ამხელს. ოპოზიციამ აღნიშნულის მტკიცებულებად აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აუდიტის დასკვნა წარმოადგინა, რომელშიც ქობულეთი-ზენითი ალამბრის გზის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 2 მილიონამდე ლარის გახარჯვის თაობაზე არ არის შესაბამისობის დოკუმენტაცია წარმოდგენილი.
აუდიტის კვლევა 2016-2017 წლებს მოიცავს. აღმიშნულ პერიოდში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღავენლი არჩილ ჩიქოვანი იყო, რომელიც ამჟამად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველია. დასკვნის მიხედვით აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, ფარული სამუშაოების აქტებით დადასტურებამდე მიმწოდებელზე გადახდილია მილიონ ლარზე მეტი, არ არის შეფასებული 4 მილიონ ლარზე მეტი ღორებულების სამუშაოების ხარისხი, და მილიონ 500 ათასი ლარის ღირებულების ფარულ სამუშაოებზე ექსპერტის მიერ არ არის, დადგენილი სამუშაოების მოცულობა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის რეზო ხარაზის მტკიცებით აღნიშნული დოკუმენტი გასაიდუმლოებულია და ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის გაფლანგვის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მალავს: "ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დასრულებულია. საჯარო მოხელეები გავწვდიან ინფორმაციას, იმ კორუფციისა და კრიმინალის შესახებ, რომელსაც ივანიშვილი-რიჟვაძის მთავრობა აწარმოებს აჭარაში. ჩვენ წარმოგიდგენთ დოკუმენტს, რომელიც არის გასაჯაროებული და ამ დოკუმენტს ფარდა აეხდება.ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში არის კორუფცია. აჭარის საავტომობილო დეპარტამებტში არჩილ ჩიქოვანის ხელმძღვანელობით, ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს იპარავდნენ. ეს არის აუდიტის პირველადი დასკვნა, ალამბარი ზენითის გზაზე მოპარულია, მილიონობით ლარი. ასევე ინერტული მასალის მოპოვებაზეც მილიონობით ლარია მოპარული. სხვადასხვა ტენდერები გაუმჭვირვალობით არის ჩატარებული და სისხლის სამართლის დანაშაულს მოიცავს. აუდიტის სამსახურს ამ ყველაფეტზე აუცილებლად ექნება რეაქცია. ამ აუდიტის დასკვნას ვერ გაექცევა პროკურატურა არჩილ ჩიქოვანი არის თორნიკე რიჟვაძის მეგობარი, იგი მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად კორუმპირებულია",- განაცახად რეზო ხარაზმა. ოპოზიციის მიერ გავრცელებულ აუდიტის დოკუმენტთან დაკავშირებით ანმარტებებს აჭარის მთავრობაში მოგვიანებით გააკეთებენ. "აიპრესი" საპასუხო კომენტარს გავრცელებისთანავე შემოგთავაზებთ.