ახალციხის იუსტიციის სახლში მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტთან დაკავშირებით სამცხე-ჯავახეთის მხარის მუნიციპალიტეტების წარმომომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა,– ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელბს.
"საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის სამსახურის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შედეგადაც მოსახლეობა მიწას ბარიერების გარეშე დაირეგისტრირებს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს პირადად გააცნეს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა და 1 აგვისტოდან სრულად ამოქმედდება კანონპროექტი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. კანონპროექტების ავტორი იუსტიციის სამინისტროა. ცვლილებების მიზანი კი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან.
კანონპროექტის თანახმად, მოიხსნება ის ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს მიწის რეგისტრაციის პროცესში ექმნებოდა, რეგისტრაციის პროცედურა კი წახალისდება. ახალი ინიციატივები უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასთან ერთად მესაკუთრის უფლებების დაცვაზეც იქნება ორიენტირებული.
აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებაში, განსაკუთრებით კი საკუთრების უფლების დადგენისა და მოქალაქეთათვის კონსულტაციების გაწევის კუთხით, მჭიდროდ იქნებიან ჩართულები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.
საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლამდე, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ იმერეთსა და სამეგრელოში შეხვედრები უკვე გამართა. პარალელურად, საჯარო რეესტრის თანამშრომლები ყველა რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოების წარმომადგენლებს ახალ პროექტს პირადად აცნობენ.
სპეციალური პროექტისა და შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის მომზადება მიწის რეგისტრაციის კუთხით არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია. კერძოდ, დღეისთვის ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების 25%-მდეა რეგისტრირებული, რაც ძალიან ცოტაა. ცვლილებების უმთავრესი მიზანი სწორედ მიწის რეგისტრაციის პროცესის გამარტივება და წახალისებაა. პროექტზე მუშაობისას მიწის მარტივი რეგისტრაციისთვის ხელისშემშლელი პრობლემები გამოვლინდა და მათ აღმოსაფხვრელად სპეციალური საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა. კერძოდ:
შემუშავდება საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი, პროექტში ჩართული ამზომველები სერტიფიკაციას გაივლიან
პირველი სექტემბრიდან იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, მხოლოდ სერტიფიცირებული ამზომველების მიერ შესრულებული აზომვითი ნახაზის წარდგენა იქნება შესაძლებელი. ამზომველების სერთიფიცირებას ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ „აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს“ მიერ აკრედიტირებული ორგანიზაციები http://gac.gov.ge/ განახორციელებენ.
როგორც საჯარო რეესტრის ავოვნული სააგენტოდან იუწყებიან, აზომვითი ნახაზი საკუთრების უფლების რეგისტრაციის მთავარი მონაცემია, თუმცა დღესდღეობით საამზომველო ბაზარზე მოქმედი კომპანიების ნაწილის მიერ შესრულებული სამუშაო, კვალიფიკაცია, აპარატურა თუ უნარ-ჩვევები თანამედროვე სტანდარტებს სრულად ვერ აკმაყოფილებს. აზომვით ნახაზში არსებული უზუსტობა კი ხშირად მიწის რეგისტრაციის ხელშემშლელი ფაქტორი ხდება, ახალი აზომვის ჩატარების აუცილებლობას ან პრობლემის სასამართლოს გზით მოგვარებას იწვევს, რაც მოქალაქეებისგან დამატებით დროსა და ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს.
ახალი ინიციატივის შედეგად, ამგვარი შემთხვევების რიცხვი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, საჯარო რეესტრში კი კიდევ უფრო მაღალი სიზუსტისა და ხარისხის მონაცემები მოიყრის თავს. აღსანიშნავია, რომ თუ ახლა საჯარო რეესტრში წარდგენილი აზომვითი ნახაზის სისწორეზე პასუხისმგებელი მოქალაქე იყო, კანონის ამოქმედების შემდეგ ეს პასუხისმგებლობა ნახაზის შემსრულებელს - სერტიფიცირებულ ამზომველს დაეკისრება. ამას გარდა, ხშირად ამზომველები აზომვითი ნახაზებს ოფისიდან გაუსვლელად ასრულებენ, რაც ასევე რეგისტრაციის პროცესში გარკვეული ცდომილების მიზეზი ხდება. სერტიფიცირებული ამზომველის ერთ-ერთი ვალდებულება კი უშუალოდ ადგილზე გასვლაც იქნება.
აღსანიშნავია, რომ ინიციატივა უფრო მეტად დაცულს ხდის, როგორც მიწის მესაკუთრეების, ისე ამზომველების უფლებებს. სერტიფიცირებულ ამზომველს ეცოდინება, როგორც აზომოს საკუთრება ცდომილების გარეშე, რაც მინიმუმამდე
შეხვედრას მხარის გამგებლები, საკრებულოს, მიწის კომისიებისა და ქონების მართვის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.