ფოთში, ნაბადის უბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხევრპლით დასრულდა. არსებული ინფორმაცით, ველოსიპედით მოძრავ მამაკაცს ტრაილერი იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლისას, მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო , რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.