ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისის თვეში, სამართალდარღვევის 76 ფაქტი გამოავლინეს
სამართალდარღვევებიდან 74 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 371 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“
დასაწყობდა.
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 2 ფაქტია გამოვლენილი ახალქალაქში.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-ივლისის თვეში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 364 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 935 კუბური მეტრი შეადგინა.
ეროვნული სატყეო სააგანტოს თანამშრომლების მიერ, 2025 წლის იანვრის თვიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 46 ფაქტი.