გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მინდია ივანიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყებაში ადასტურებენ.
,,აღნიშნული პოზიცია არის ვაკანტური, იმისათვის რომ ამ პერიოდში სამმართველოში არ ყოფილიყო რაიმე სახის შეფერხება, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის ფუნქციების დროებით შესრულება დაეკისრა დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს მინდია ივანიშვილს,"- აცხადებენ უწყებაში. ცნობისთვის, მინდია ივანიშვილი ბოლო პერიოდში ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა.