დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოადგილესთან , მალხაზ მერაბიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, სოლომონ ღორაშვილთან ერთად მიმდინარე სამუშაოები

ხორნაბუჯში, ჭოეთში, არბოშიკში და მირზაანში დაათვალიერა.

სოფელ ხორნაბუჯში  ჩოლოყაშვილის და დუმბაძის ქუჩის შესახვევებში, ასევე  საბავშვო ბაღთან მისასვლელ  საავტომობილო გზებზე  ასფალტის საფარი  ეწყობა,  ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ჭოეთის დასახლებაში მისასვლელ საავტომობილო  და  მირზაანში ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის მისასვლელ გზებზე, ხოლო  სოფელ  არბოშიკში ზემო მაჩხაანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე  საყრდენი კედელი ეწყობა. სამუშაოებს  საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობით ახორციელებს.