ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა მდინარეებისა და ღელეების ადიდება გამოიწვია, Რის შედეგადაც ხობსა და რამდენიმე სოფელში დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, ეზოები, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების პირველ სართულებზე.
დატბორილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუა ხორგა -ყულევის მე-4 კილომეტრზე გზის სავალი ნაწილი, რის გამოც ამ დრომდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ხობის მუნიციპაპიტეტის მერიის ინფორმაციით, წყალი 150-ზე მეტ სახლში შევიდა. მათივე ინფორმამაცით, დაიწყება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. მათივე თქმით შექმნილია კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის.