ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალში გაუჩინარებული 6 წლის ბავშვი დღეს, გამთენიისას გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ.
გაუჩინარებულ ბავშვს მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ის იმ ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით იყო, საიდანაც დაიკარგა. ბავშვის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი, სადაც მშობლები დახმარებას ითხოვდნენ: