მეხანძრე-მაშველებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებიდან ოზურგეთში, სამედიცინო დაწესებულებაში ვერტმფრენით გადაჰყავთ მამაკაცი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს შინაგანი სისხლდენა ჰქონდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის ექვს ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებული. ისინი შესული შეტყობინების შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ.