სოფელ გელაძეებში გადაუდებელი საჭიროებისათვის ალტერნატიული გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
აღდგენით სამუშაოებს გეოლოგებთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე და ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე ადგილზე გაეცნენ.
ასევე, აჭარის მთავრობისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, შეხვდნენ სოფელ გელაძეების მოსახლეობას, მოისმინეს მათი საჭიროებები და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს ადგილობრივებს.
ერთი თვის წინ სოფელ გელაძეებში განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა დააზიანა საავტომობილო გზა. შექმნილი, რთული გეოგრაფიული პირობების მიუხედავად, აქტიურად მიმდინარეობს შემოვლითი გზის აღდგენითი სამუშაოები.
ამ ეტაპზე მეწყრული კერა არის აქტიური და ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება მისი მონიტორინგი სპეციალისტების მიერ. შესაბამისად ჯერჯერობით გზის გაწმენდის და აღდგენითი სამუშაოები შეუძლებელია.