არსებული ინფორმაციით, ზეწარში გახვეული ახალშობილი მე-3 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.

 ჩვილი ქუთაისში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც "აიპრესს" "შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.