გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ შეკვეთილში, სოციალურ სივრცეში, მერის სტიპენდიატებს უმასპინძლეს.
შეხვედრაზე ახალგაზრდებს სტიპენდიის დანიშვნა მიულოცეს, განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და შეკითხვებსაც უპასუხეს.
მერის სტიპენდია ენიჭება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საუკეთესო რეიტინგის მქონე ბაკალავრს, რომელიც სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში.
სტიპენდიის მისაღებად აუცილებელია აკადემიური მოსწრების მინიმუმ 95 ქულა ყოველი სემესტრის ბოლოს. სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 1000 ლარს თითოეულ სემესტრზე.
ინფორმაციას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.