გაზგამანაწილებელი ინფრასტრუქტურა შენდება ისეთ დასახლებებში, სადაც აქამდე ბუნებრივი აირით მოსახლეობა ვერ სარგებლობდა.

გაზიფიცირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, აჭარაში სამუშაოები ასევე მიმდინარეობს  ხულოსა და შუახევშიც.

 „ამ დრომდე, აჭარის მაღალმთიან სოფლებში, მოსახლეობას არ ქონდა ბუნებრივი აირით სარგებლობის შესაძლებლობა. შესაბამისად, ამ პროექტის დასრულების შემდეგ, მათ ექნებათ შესაძლებლობა, ბუნებრივი აირით ისარგებლონ.  რა თქმა უნდა, ბუნებრივი აირით აღნიშნული სივრცის მოწესრიგება, პირდაპირ დაკავშირებულია ტურისტული ინფრასტრუქტურის გაზრდასთან, რომელითაც ისედაც მდიდარია მაღალმთიანი აჭარა. ეს უკანასკნელი კი, პირდაპირ უკავშირდება ადგილობრივების ეკონომიკურ წინსვლას“,-აცხადებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი, ჯუბო ტურაშვილი. 
მომდევნო წლებში, აჭარის რეგიონში, დაგეგმილია დამატებით 31 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, პროცესს ხელვაჩაურის სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.