ქალაქ ხაშურში, შინდარის დასახლებაში სკვერი მოეწყობა.
-ამ ეტაპზე, მშენებლობისთვის, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის დასრულებული სახე, ძალიან ლამაზი იქნება.
გათვალისწინებულია, დასასვენებელი სკამების, ფანჩატურების, საბავშვო ატრაქციონების, განათებების მონტაჟი. იქნება მინი სტადიონი, დაირგვება სხვადასხვა ტიპის ხე-მცენარეები. სივრცე, ყველა ასაკის ადამიანის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და ადგილობრივების საყვარელი ადგილი გახდება,- აღნიშნა სამუშაოების დათვალიერებისას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა-თენგიზ ჩიტიაშვილმა.
სკვერის მოწყობის სამუშაოები თანადაფინანსებით განხორციელდება და ღირებულება 389 646 ლარს შეადგენს.