ხაშურში საქალაქო კულტურის სახლის (ყოფილი რკინიგზის კლუბის) რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტით შენობის სრული რეკონსტრუქციაა გათვალისწინებული. ამ ეტაპზე მიმდინარეობს, როგორც დარბაზის, ასევე, კულისებისა და ადმინისტრაციული ოთახების მოწყობა, იცვლება შენობის სახურავი.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი-თენგიზ ჩიტიაშვილი მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და განმარტა, რომ შენობა ადაპტირდება შშმ პირებზე და გარდა მთავარი შესასვლელისა, სათადარიგო შესასვლელებიც პანდუსებით მოეწყობა.
პროექტის ფარგლებში, დარბაზში დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის გახმოვანების და განათების სისტემები, შესაბამისი აკუსტიკით. მოწესრიგდება წყლის და კანალიზაციის სისტემები, მოეწყობა გათბობა.
პროექტი გარდამავალია, სამუშაოების ღირებულება 1714744 ლარს შეადგენს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
კულტურის სახლი ათწლეულების განმავლობაში არ გარემონტებულა, შემდგომ, იყო გარკვეული შეფერხებები, რამაც შენობის რეაბილიტაციის პროცესები შეაჩერა.
მიმდინარე პროექტის დასრულების შემდეგ კი, ხაშურის მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრება უფრო აქტიურად გაგრძელდება.