ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია, ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამის ფარგლებში, გეგმავს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იმ სტუდენტების დაჯილდოებას, რომლებმაც 2024 წელს წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და მიიღეს 100%-იანი გრანტი (არ იგულისხმება უფასო ფაკულტეტები და ჩაბარების შემდგომ მოპოვებული შიდა გრანტი).
დაინტერესებულმა პირებმა მერიაში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: პირადობის მოწმობის ასლი; სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან; შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა 100%იანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ;საბანკო რეკვიზიტები (არასრულწლოვანი სტუდენტის შემთხვევაში, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მონაცემები). დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურში 29 აგვისტოდან 19 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა).