განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს საჯარო სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონში აქტიურად ხორციელდება საჯარო სკოლების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.

სამუშაობი, რომლის ღირებულება 2 მლნ ლარზე მეტია, სამშენებლო ნორმების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით ხორციელდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ 200 მოსწავლეზე გათვლილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო სივრცეებთან ერთად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული კლას-კაბინეტები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურ სოთახი, მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი და ღია სპორტული მოედანი.

სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყობა ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.   

შედეგად სკოლის მოსწავლეები და მათი მასწავლებლები სასწავლო პროცესს, სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურითა და რესურსებით უზრუნველყოფილ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში გააგრძელებენ.