ვაკის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს განაგრძობს. ამჯერად, დაზიანებული გზის მოწესრიგების სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირის პირველ ჩიხში, N27ბ-ს მიმდებარედ დაიწყო. საგზაო ინფრასტრუქტურა, დაახლოებით, 1 300 კვადრატულ მეტრზე განახლდება. გარდა ამისა, სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაჟა-ფშაველას მეოთხე კვარტლის N2, N2ა და N2ბ-ს ტერიტორიაზე მიმდინარეობს, სადაც 2 000-მდე კვ. მ ფართობის შიდაკვარტალური გზის მონაკვეთი განახლდება. შედეგად, გადაადგილება უფრო უსაფრთხო და კომფორტული იქნება.

რაც შეეხება უკვე დასრულებულ სამუშაოებს, ასფალტის საფარი განახლდა ვარაზის ქუჩის N1-ში , სადაც 1 100 კვ. მ ფართობის ეზო რეაბილიტირდა, ასევე, ვაკეში, მოსაშვილის ქუჩის N7-ში ასფალტი დაიგო ეზოში და ეზოს მიმდებარედ მოწესრიგდა ტროტუარი.