ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი ზემო სერის ტყე-პარკის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობას გაეცნო. 

სამუშაოების  მეორე ეტაპი დასასრულს უახლოვდება. წინ მესამე ეტაპია.

პროექტს ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ერთობლივად აფინანსებს.
პირველი ეტაპის სამუშაოების  ღირებულებამ  803 897 ლარი შეადგინა,  ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოების ღირებულება  1 158 885 ლარია.
„სამუშაოების პირველი ეტაპის  ფარგლებში, მოეწყო გარე განათებები, ფანჩატურები, სარბენი და ველო ბილიკები,  დამონტაჟდა სხვადასხვა ტიპის დასასვენებელი სკამები, მაგიდები და ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნები. მეორე ეტაპის მშენებლობის ფარგლებში  მიმდინარეობს  ამფითეატრისა და  სკეიტბორდის მოედნის მშენებლობა, შესასვლელი ტერიტორია და ბილიკებს შორის არსებული სივრცეები გავალამაზეთ  დოლომიტის დეკორატიული თეთრი ქვებით. მესამე ეტაპის ფარგლებში,

მოვაწყობთ კალათბურთის, ჩოგბურთის და ფეხბურთის მოედნებს, დამონტაჟდება გარე გამოყენების ტრენაჟორები და რაც მთავარია, იქნება სივრცე ხელმოწერის ცერემონიებისთვის.  დაირგვება უამრავი მცენარე, რაც მეტ ხიბლს შემატებს აქაურობას,“-აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა სამუშაოების დათვალიერებისას.