კახეთში მეზობელმა მეზობელი მოკლა
მკვლელობა მოხდა კახეთში. ახმეტაში, 18 წლის ახალგაზრდამ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 71 წლის მეზობელი ქალი მოკლა.
,,აიპრესის,, ინფორმაციით, მეზობლებს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო, ურთიერთშელაპარაკება კი მკვლელობით დასრულდა.
ამ წუთებში ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.