რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება.
ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. მინისტრმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სამედიცინო პერსონალთან ერთად, სამშობიარო სერვისების აღდგენის შესაძლებლობები განიხილა.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ რეგიონებში, სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში, მნიშვნელოვანია კერძო სექტორისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლობა, რათა მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზარდოს.
მისივე განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებებმა პაციენტებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება უნდა უზრუნველყონ, რასაც სამინისტრო მკაცრად გააკონტროლებს.
მინისტრთან ერთად, სამედიცინო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესს, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში დავით ვერავა, პარლამენტის წევრი გიორგი ხახუბია, ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე, სენაკის მერი ვახტანგ გადელია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები გაეცნენ.