შემთხვევა ცოტა ხნის წინ გურჯაანის ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების  ინფორმაციით, 8 წლის გოგონას მიკროავტობუსი მაშინ დაეჯახა, როდესაც  სკოლაში მიდიოდა.

დაშავებული მოზარდი გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსში მშობლებმა გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით,  გოგონას თავის ქალის დახურული ტრავმები აქვს და მისი მდგომარეობა მძიმეა.

ექიმების გადაწყვეტილებით, დაშავებული კატასტროფის სამედიცინო ბრიგადას, ამ წუთებში, თბილისში გადაჰყავს. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.