ფესტივალის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გურჯაანის ღვინის ფესტივალის გუნდის გადაწყვეტილებით, წელს პირველად, დაჯილდოვდნენ მეღვინეები, რომლებიც ფესტივალზე უწყვეტად იღებენ მონაწილეობას და წელს, პირველები დარეგისტრირდნენ.
გამარჯვებული მეღვინეები მონაწილეობას მიიღებენ, გერმანიაში, დიუსელდორფში, “პროვაინ 2027” - ზე, რომელიც მარტის თვეში გაიმართება.
გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით ჯილდო გადაეცემა:
1. "ნინოს მარანი" ბაღდათიდან
2. "ლიონიძის ზვარი" თელავიდან
3. "იბერო" გურჯაანიდან









