გურჯაანის საავადმყოფოში 2 წლის ბავშვი დამწვრობით და სხვა და სხვა დაზიანებით შეიყვანეს
გავრცელებული ვერსიით, 2 წლის ბავშვზე შესაძლოა მშობლები ძალადობდნენ. ბავშვი გურჯაანიდან თბილისში გადმოჰყავთ.
ბავშვის ბებიის განმარტებით, ოჯახი მრავალშვილიანია, ბავშვის მშობლები ცალ- ცალკე ცხოვრობენ. მისივე თქმით, ბავშვი ცოტა ხნის წინ დედასთან იმყოფებოდა, რომელიც მასზე ძალადობდა.
" ტანზე აქვს მრავლობითი ხასიათის დამწვრობები, ახალი არ ჩანს, დაახლოებით, ათი დღის, ვერ გეტყვით, რით მიიღო ეს დაზიანებები. მუცელი შებერილი აქვს, აღენიშნება ძლიერი ტკივილი, არის მძიმე პაციენტი. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ კატასტროფის სამედიცინო ცენტრის მანქანით, თბილისში გავაგზავნოთ"- განაცხადეს საავადმყოფოში.
როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 126-ე პირი მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახურ ძალადობას არასრულწლოვნის მიმართ გულისხმობს.