2 წლის წინ 23 თებერვალი....
გამოწვევებით სავსე დრო, იყო კრიზისი, მაგრამ იყო შესაძლებლობა, ერთობლივი ბრძოლა და ერთიანობის დაკარგვასთან ერთად დაკარგული ცვლილების შანსი.
რა შეგვეძლო ერთად და რა შევძელით ცალ-ცალკე, ეს ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ. - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
"სანამ ვიყავით ერთად:
საპარლამენტო ბოიკოტს ჰქონდა ძალა, ხოლო ქართული ოცნების პარლამენტს არ ჰქონდა ლეგიტიმაცია.
გადადგა ქართული ოცნების მთავრობის პრემიერი.
საქართველოში მოლაპარაკებებზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩამოდიოდა
ალბათ ეს იყო მომენტი, როდესაც ძალიან ახლოს ვიყავით გარდატეხასთან, იმ დროს როდესაც მე ვიყავი ციხეში.
არავის ვადანაშაულებ შეცდომის დაშვებაში - არც მას ვინც პირველი შევიდა პარლამენტში და არც მას ვინც მეორე შევიდა;
თუმცა თუ გამარჯვება გვინდა- პირველ რიგში საკუთარ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ; დაყოფა და ბატონობა არის ქართული ოცნების მართვის სტილი, მათი ძალაუფლების წყარო, რასაც ვერ ჯობნიან ანაწევრებენ რომ აჯობონ!
სადაც წარმატებით ხორციელდება დანაწევრება და დაშლა, იქ ნებსით თუ უნებლიედ ხდება ქართული ოცნების ანტიქართული ინტერესის გატარება.
ზუსტად ამიტომ მხოლოდ ღირსებითა და სიმართლით უნდა ვიბროლოთ - სხვანაირად გამარჯვება არასოდეს დადგება!
ძალა განსხვავებულთა ერთობაშია..." - წერს ნიკა მელია.