გორის მუნიციპალიტეტში მატარებელმა 34 წლის მამაკაცი გაიტანა. შემთხვევა სოფელ ხიდისთავთან მოხდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ლიანდაგებზე 3 პირი გადაადგილდებოდა, მათ ფოთი-თბილისის მატარებლის მემანქანემ ხმოვანი სიგნალით გაფრთხილება მისცა, თუმცა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი 3 კაციდან ერთ-ერთმა გადასვლა ვერ მოასწრო.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.