ფოთში, ოქროს ტბაზე ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე დასრულდა.
დღეს ფიგურულ სრიალში ქართველმა სპორტსმენებმა, გენადი გურალიამ და ცოტნე ბერაიამ იასპარეზეს, თუმცა ფინალურ ეტაპზე ვერ გადავიდნენ.
მოსალოდნელი უამინდობის გამო ორგანიზატორებმა განრიგი ოპერატიულად შეცვალეს, რის შედეგადაც ტრამპლინიდან ხტომის დისციპლინაში გამარჯვებულები ვადაზე ადრე გამოვლინდნენ.
ოქროს მედალი ავსტრიელმა, ხოლო ვერცხლი იტალიელმა სპორტსმენმა მოიპოვა. ჩემპიონატი ხვალ სლალომისა და ფიგურების დისციპლინების ფინალებით, ასევე ანსამბლ „სუხიშვილების“ საზეიმო კონცერტით დასრულდება.































